მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი

პრაგმა

  • თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • კონკურენტული
  • მარ 25 - აპრ 25
  • აუთსორს სერვისები
  • გამოცდილების გარეშე
ვაკანსიას ვადა გაუვიდა!

ვაკანსიის დეტალები

პრაგმა - პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობაა ორგანიზაციების დამხმარე პროცესების მართვა და აუთსორს მომსახურება. 

ჩვენ წარმატებით ვმოღვაწეობთ 2018 წლიდან და გიწვევთ შემოურთდე ჩვენს მზარდ გუნდს!   

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლია გაეცნოთ ვებ.გვერდზე: www.pragma.ge. 
ვაცხადებთ  ვაკანსიას  მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე. 

ძირითადი მოვალეობები:
# მარკეტინგისა და კომერციული გუნდის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან  კომუნიკაცია მარკეტინგული საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით; 
# კომპანიის მარკეტინგული საჭიროებების შესაბამისი ვიზუალური და ინფორმაციული მასალების მოძიება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან;  
# პარტნიორ კომპანიებთან/ასოციაციებთან/ ორგანიზაციებთან   და  სარეკლამო სააგენტოებთან კომუნიკაცია; 
# ინტეგრირებული მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა და შესრულებაში მონაწილეობის მიღება; 
# ყოველდღიური მარკეტინგული დავალებების შესრულება; 
# გაყიდვების ქსელში კომპანიის ვიზუალური იდენტობაზე ზრუნვა:
# ბრენდირებული და საპრომოციო მასალების საჭიროების დადგენა, განთავსების უზრუნველყოფის მონიტორინგი;  
# ბეჭდური მასალების სათანადო ხარისხით და ვიზუალით მომზადების პროცესის კონტროლი;  
# შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება  მარკეტინგის მენეჯერისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
# უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, მარკეტინგის ან მედია-კომუნიკაციის  სფეროში); 
# საოფისე პროგრამების ცოდნა; 
# მარკეტინგის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:
# სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე
# სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; "ქებული კლიმატის" სათავო ოფისი

სოციალური პაკეტი:
# ჯანმრთელობის დაზღვევა;
# Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
# ლანჩით უზრუნველყოფა;
# ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში);
# კორპორაციული ნომერი;
# პარკინგი;

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა:
# წერილობითი ხელშეკრულება 1 წლით, აქედან პირველი 6 თვე გამოსაცდელი ვადა.
# ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად;

საბუთების მიღება:
# თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება 

კონკურსის პირობები და ეტაპები:
# კანდიდატები შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე;
# დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად;
# გაცნობებთ, რომ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

დასაქმებულის უფლებები:
როგორც წინასახელშეკრულებო, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდში თანამშრომელი სარგებლობს  შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით. კომპანია იცავს და ემორჩილება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პრინციპს. 

ვაკანსიას ვადა გაუვიდა!