უსაფრთხოების ოფიცერი
Adjara Collective Development
- თბილისი
- ცვლებში
- კონკურენტული
- აპრ 3 - მაი 3
- მშენებლობა/წარმოება
- გამოცდილების გარეშე
კომპანია: აჭარა კოლექტივ დეველოპმენტი
პოზიცია: უსაფრთხოების ოფიცერი
დეპარტამენტი: უსაფრთხოება
ადგილმდებარეობა: თბილისი
გრაფიკი: 12 საათიანი ცვლა
ძირითადი მოვალეობები:
# ყოველდღიურად ჩაატაროს სამშენებლო ობიექტის შემოვლა და შემოწმების პროცესი;
# გამოავლინოს და აღმოფხვრას შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზები;
# აღრიცხოს და აკონტროლოს ობიექტზე მყოფი ვიზიტორები;
# უზრუნველყოს თანამშრომლების მიერ შიდა წესების დაცვა;
# მუდმივად აკონტროლოს მოსალოდნელი ხანძრის ან განგაშის საშიშროება და იყოს მზადყოფნაში საჭირო ზომების მისაღებად უსაფრთხოების დაცვის მიზნით;
# შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, შეადგინოს მოკლე და ზუსტი მოხსენება. ინფორმაცია გადასცეს უშუალო ხელმძღვანელს შემდეგი პუნქტების ჩათვლით ქურდობა, რაიმე სახის ინციდენტი, უბედური შემთხვევა, ხანძარი და სხვა.
საჭირო უნარები:
# მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
# უცხო ენების ცოდნა (ინგლისური)ჩაითვლება უპირატესობად;
# გუნდური მუშაობის უნარი;
# კარგი კომუნიკაციის უნარი;
# მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
# ფიზიკური გამძლეობა;
# რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
# დეტალებზე ორიენტირებულობა;
# კომპიუტერული პროგრამების: Microsoft (excel, word) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-მისამართზე: hradjara@collectivedv.com